- არტერიული ჰიპერტენზია
- დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური წნევის მომატება (რამდენიმე ათეულით, წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან _ > 160/85 მმ Hგ). იმის და მიხედვით, თუ რამდენადაა მომატებული სისტოლური და დიასტოლური წნევის მაჩვენებლები, ლაპარაკობენ სხვადასხვა ხარისხის არტერიულ ჰიპერტენზიაზე. არტერიული წნევის მომატების დროს, ავადმყოფს აღენიშნება: თავის ტკივილი (უპირატესად კეფის არეში), თავბრუხვევა, უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი გულის არეში, გულის რევის შეგრძნება. სისტოლური წნევის მაღალი ციფრების დროს ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზი, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: კანკალი, შემცივნება, თავბრუხვევა, ღებინება, ჰაერის უკმარისობა, არითმია. მაღალი არტერიული წნევა შეიძლება გართულდეს ფილტვებისა და თავის ტვინის მწვავე შეშუპებით, ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.